09 ოქტომბერი 2024,   06:21
ვრცლად
ლუქსემბურგის პრემიერ–მინისტრმა იმავე სქესის წარმომადგენელზე იქორწინა

ლუქსემბურგის პრემიერ–მინისტრი პირველი ევროპელი ლიდერი გახდა, რომელმაც იმავე სქესის წარმომადგენელზე იქორწინა.

42 წლის კსავიე ბეტელმა და მისმა პარტნიორმა 36 წლის ბელგიელმა არქიტექტორმა ურთიერთობა ოფიციალურად ლუქსემბურგის მერიის შენობაში დაარეგისტრირეს.

გავრცელებული ცნობით, ცერემონიას ბელგიისა და ესტონეთის პრემიერ–მინისტრებიც ესწრებოდნენ.

მოგვიანებით წყვილი საქორწინო წვეულების გამართვასაც აპირებს, რომელზეც 500–მდე სტუმარია მიწვეული.

დღის ამბები