06 სექტემბერი 2026,   11:44
ვრცლად
ინფექციური საავადმყოფოს 3 პაციენტი კორონავირუსისგან განიკურნა - კრიტიკული რჩება ერთი ინფიცირებულის მდგომარეობა

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის განცხადებით  ბოლო 24 საათშო კორონავირუსით ინფიცირების 8 ახლაი შემთხვევა დაფიქსირდა და ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსი 623  შემთხვევაა დადასტურებული. მარინა ეზუგბაიას თქმით, ახალი შემთხვევებიდან ყველას წყარო ცნობილია, 4 კარანტინის სივრციდანაა, დანარჩენი კი ინფიცირებულთა კონტაქტები არიან, ახალი შემთხვევებიდან  ინფექციურ საავადმყოფოს პაციენტი არ დამატებია.

ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 44 პაციენტი გადის მკურნალობას, მათგან ერთს მძიმე პმევმონია აქვს, ხოლო ერთის მდგომარეობა ისევ კრიტიკულია. კრიტიკულ პაციენტთან პროცესის სტაბილიზაცია მიღწეული არაა, თუმცა ეზუგბაიას თქმით, გუშინ იყო პირველი დღე, როდესაც დაავადების პროგრესირების ნიშნები არ ყოფილა. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა მარინა ეზუგბაიას თქმით საშუალო და მსუბუქია.

საავადმყოფოში ამ ეტაპზე 6 ინფიცირებული მოზარდია და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის განცხადებით კორონავირუსისგან კიდევ 13 ადამიანი განიკურნა და აქედან  3 ინფექციური საავადმყოფოს პაციენტია. მარინა ეზუგბაიას თქმით, ინფექციურ საავადმყოფოდან უკვე 82 გამოჯანმრთელებული პაციენტი გაეწერა.

დღის ამბები