09 ოქტომბერი 2024,   06:21
ვრცლად
ეგვიპტის ყოფილ პრეზიდენტ მუჰამედ მურსს სიკვდილით დასჯიან

კაიროს სასამართლომ ეგვიპტის ყოფილ პრეზიდენტს, მუჰამედ მურსის, სიკვდილით დასჯა შეუფარდა.

ასეთი გადაწყვეტილება სასამართლომ სახელმწიფო ღალატისა და 2011 წელს მუსლიმთა საძმოს ლიდერების ციხიდან მასობრივი გაქცევის საქმეზე გამოიტანა.

მუჰამედ მურსი პრეზიდენტის პოსტიდან ეგვიპტის სამხედრო მეთაურობამ 2013 წელს  ქუჩის საპროტესტო აქციების ფონზე გადააყენა. ამის შემდეგ მოძრაობა მუსლიმთა საძმოს ქვეყანაში საქმიანობაც აუკრძალეს და მისი ათასობით წევრი დააპატიმრეს.

სასიკვდილო განაჩენის გადაწყვეტილება ახლა ეგვიპტის უმაღლესმა სასულიერო პირმა უნდა დაამტკიცოს.

დღის ამბები