09 ოქტომბერი 2024,   06:30
ვრცლად
ნეპალში ავიაკატასტროსფის დროს დაღუპულთა 8 ცხედარი ნაპოვნია

ნეპალში ჰუმანიტარული მისიის ვერტმფრენის კატასტროფის ადგილას მაშველებმა ცხედრები იპოვეს.

ამერიკული სამხედრო ვერტმფრენის ბორტზე სულ 8 ადამიანი იმყოფებოდა, 6 ამერიკელი და 2 ნეპალელი სამხედრო.

მაშველებმა ყველა მათგანის ცხედარი იპოვეს, თავად ვერტმფრენის ფრაგმენტებს კი კატმანდუდან 60 კილომეტრის დაშორებით, ტყის მასივში გუშინ დილით მიაკვლიეს.

ეკიპაჟთან კონტაქტი მაშინ გაწყდა, როდესაც მათ მიწისძვრის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული ტვირთი მიჰქონდათ.

2 ძლიერ მიწისძვრას ნეპალში, ბოლო მონაცემებით, 8 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. 

დღის ამბები