09 ოქტომბერი 2024,   06:23
ვრცლად
დიდთოვლობა კალიფორნიაში

უამინდობა კალიფორნიის სამხრეთში. შტატის მთიან რეგიონებში გაზაფხულზე თოვლი მოვიდა.

მეტეოროლოგები გადაუღებელ წვიმასა და თოვას რეგიონში მომდევნო დღეებშიც ვარაუდობენ. მათი პროგნოზით, თოვლის საფარის სიმაღლემ შესაძლოა, 15 სანტიმეტრსაც კი მიაღწიოს.

უამინდობის გამო რეგიონში პროფესიონალი ველომრბოლელების ყოველწლიური ტურნირიც გაუქმდა. მისი ჩატარება ორგანიზატორებმა უსაფრთხოების მიზნით სხვა ადგილას გადაწყვიტეს, რაც ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველი შემთხვევაა.

დღის ამბები