09 ოქტომბერი 2024,   06:27
ვრცლად
პრინც ჰარიმ ზელანდიაში სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღო

პრინც ჰარიმ ახალ ზელანდიაში 8-დღიანი ოფიციალური ტურნე დაასრულა.

ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრმა ვიზიტის ბოლო დღე სპორტულ აქტივობებს დაუთმო. ის ერთ–ერთ სპორტულ კომპლექსში იმყოფებოდა, სადაც ვარჯიშის შემდეგ ადგილობრივ სპორტსმენებთან ერთად კალათბურთი და ფეხბურთიც ითამაშა.

ქვეყნის დატოვებამდე პრინცი ჰარი თაყვანისმცემლებსაც შეხვდა და მათ შთაბეჭდილებები გაუზიარა.

სამეფო ოჯახის წევრის თქმით, ის ახალ ზელანდიაში მოგზაურობით აღფრთოვანებულია.

დღის ამბები