9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნება. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა კურდღელიამ მოადგილეებთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან, ბექა ვაჭარაძესთან ერთად, ყვავილებით შეამკო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალი.
"საქართველოში მეორე მსოფლიო ომის გამარჯვების 75 წლისთავი აღინიშნა. კაცობრიობის ყველაზე დიდ მტერთან, ფაშიზმთან ბრძოლას 300 ათასი ქართველის სიცოცხლე შეეწირა. მათ შორის 2500 ფოთელის. პატივს მივაგებთ მათ ხსოვნას. დიდია მათი წვლილი ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობაში. ყველას ვეტერანს და მათთან გათანაბრებულ პირს ვულოცავ 9 მაისს“-განაცხადა ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ.
ქალაქ ფოთის მერის N 04/643 ბრძანებით მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებთან გათანაბრებულ პირებს და სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის მონაწილეებს ერთჯერადი ფულადი პრემია გადაეცათ.