01 მაისი 2024,   00:01
ვრცლად
ახალი ზელანდია კორონავირუსის გამო დაწესებულ საკარანტინო შეზღუდვებს ამსუბუქებს

სულ უფრ მეტი ქვეყანა ცდილობს მოხსნას შეზღუდვები და ვირუსის გვერდით ცხოვრება ისწავლოს, მათ რიგებშია ახალი ზელანდიაც. ქვეყანა ხუთშაბათიდან კინოთეატრებს, სავაჭრო ცენტრებსა და სპორტულ დარბაზებს გახსნის. მიუხედავად ამისა, მთავრობის გადაწყვეტილებით სავალდებულო იქნება სოციალური დისტანცირების წესების დაცვა.

ახალ ზელანდიაში 18 მაისიდან სკოლებიც გაიხსნება. ქვეყნის პრემიერის ჯესინდა არდერნის განცხადებით, ახალი ზელანდია ვირუსის დამარცხებასთან ახლოსაა. ქვეყანაში სულ 1,497 ადამიანი იყო დაინფიცირებული, აქედან 1,386 პაციენტი გამოჯანმრთელდა. 

"სახელმწიფო მზადაა მკაცრი ზომების მოხსნის მეორე ფაზაში გადავიდეს. ჩვენ მიზნად ვისახავთ ეკონომიკის გახსნას, თუმცა ეს უნდა მოხდეს უსაფრთხოების ზომების მაქსიმალური დაცვით, რაც მოიცავს ჰიგიენისა და სოციალური დისტანციის წესების დაცვას. 

18 მაისიდან კი სასწავლო პროცესი განახლდება სკოლებშიც, ცხადია გარკვეული შეზღუდვებით," - განაცხადა ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრმა.

დღის ამბები