26 აპრილი 2024,   21:45
ვრცლად
თეთრიწყაროში შეზღუდვები ყველაზე გვიან მოიხსნება

თეთრიწყაროში შეზღუდვები სავარაუდოდ ყველაზე გვიან მოიხსნება. ინფორმაციას ადგილობრივი ხელისუფლება ავრცელებს. ქვემო ქართლში კოვიდ ინფიცირების ფაქტების მატების ერთეული შემთხვევებია. გუშინ დაფიქსირდა 4, დღეს კი 3 შემთხვევა.

ბოლო 4 დღის განმავლობაში მარნეულში ფართომასშტაბიანი კვლევები ჩატარდა, 1,680 ანალიზიდან კი კორონავირუსი მხოლოდ ერთ შემთხვევაში დადასტურდა.

"1,680 ადამიანისგან მიღებულ იქნა საკვლევი მასალა და შემოწმდნენ კოვიდ ინფექციის მიმართებაში. დადასტურებულად არის მხოლოდ 1 დადგენილი ფაქტი, ისიც სასწრაფო სამედიცინო ექიმის, რომელიც იყო მკაცრ იზოლაციაში.

ამ მასშტაბის კვლევიდან მარნეულში პრაქტიკულად უკონტროლო გავრცელება არ ყოფილა. რაც შეეხება ამ დღეების მანძილზე ქვემო ქართლში დაავადების გავრცელებას, იყო ერთეული შემთხვევები, გუშინ დადასტურდა 4 ფაქტი თეთრიწყაროში და ერთი ბოლნისიდან," - განაცხადა ქვემო ქართლის გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა.

დღის ამბები