ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჩხამურთან ადგილობრივი მოსახლეობა მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მიწის ფართობების დამუშავების ნებართვის მოთხოვნით აქციის გამართვას გეგმავს.
მათი თქმით, COVID – 19-ის პანდემიისა და მსოფლიოში განვითარებული მოვლენების გამო ვერ ახერხებენ თურქეთის რესპუბლიკაში სამუშაოდ გადასვლას, რაც აქამდე მათი შემოსავლის ერთადერთ წყაროს წარმოადგენდა., შედეგად 400-მდე ოჯახი ულუკმაპუროდ არის დარჩენილი, მიწების დამუშავებით კი ისინი არსებულ გამოწვევებთან გამკლავებას შეძლებენ.