გორის მუნიციპალიტეტში გამშვები საგუშაგოები მოიხსნა. აქ კორონავირუსის პრევენციის მიზნით 5 სტაციონარი და რამდენიმე ათეული მოძრავი ეკიპაჟი პატრულირებდა.
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, საგუშაგოების მუშაობის პერიოდში 200 000- მდე მოქალაქემ და 180 000-მდე მანქანამ გაიარა შემოწმება. ამასთან, დაფიქსირდა ცხელების 42 შემთხვევა.