18 ნოემბერი 2024,   22:38
ვრცლად
დღეს ბოჭორიშვილის კლინიკაში 4 პაციენტის კვლევის შედეგს ელოდებიან

დღეს ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსზე 4 პაციენტის პასუხს ელოდებიან. ექიმ-ინფექციონისტის, მანანა ხოსიტაშვილის ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებაში ამ დრომდე მეთვალყურეობის ქვეშ არის 59 პაციენტი, აქედან COVID ინფექცია 52-ს აქვს დადასტურებული.

მისივე ინფორმაციით, პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია და საყურადღებო მხოლოდ 5 პირის მდგომარეობაა.

კლინიკა გუშინ ერთმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა. ჯამში, კლინიკაში 3 ახალი გამოჯანმრთელებული პაციენტია.

დღის ამბები