08 ივნისი 2026,   22:26
ვრცლად
საქართველო, თურქეთი და აზერბაიჯანი - სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა სტრატეგიული პარტნიორობა სტამბოლის დეკლარაციით გაამყარა

მჭიდრო პოლიტიკური დიალოგი, ურთიერთნდობა და თანამშრომლობის სტრატეგიული მნიშვნელობა - ეს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატის ძირითადი მიმართულებებია. თურქეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას სტამბოლი მასპინძლობს. რიგით მეათე სამმხრივი შეხვედრა ურთიერთპატივისცემასა და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული პარტნიორობის დადასტურებაა, რომელსაც კონკრეტული შედეგები რეგიონულ ჭრილში მოაქვს.

პარტნიორობის წარმატებულ პროექტებს შორის ყურადღება ინფრასტრუქტურულ, სატრანსპორტო და ენერგეტიკულ მიმართულებებზე გამახვილდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, საერთაშორისო გამოწვევების ფონზე მსგავსი ფორმატი კოორდინირებული მუშაობის კარგი საშუალებაა.

დაკავშირებადობა, სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარება, შუა დერეფნის როლი და ხანგრძლივი, მდგრადი მშვიდობის უზრუნველყოფა - სამმხრივი შეხვედრების ფორმატში ყველა მიმართულებით ურთიერთობის განმტკიცებას საგარეო საქმეთა მინისტრები მნიშვნელოვნად და აუცილებლად მიიჩნევენ. თურქი დიპლომატი თვლის, რომ კრიზისულ პერიოდში ურყევი პარტნიორობა რეგიონისთვის სასარგებლოა. სარგებელი კი, რომელსაც სტაბილურობა და მშვიდობის პოლიტიკა განაპირობებს, ეკონომიკური კეთილდღეობაა.

ენერგეტიკული და სავაჭრო პოტენციალის გაზრდის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ჯეიჰუნ ბაირამოვის თქმით, ამ კონტექსტში აუცილებელია ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-თბილისი-ერზრუმის პროექტებზე ყურადღების გამახვილება, ხოლო დაკავშირებადობის მიმართულებით - რკინიგზის მოდერნიზებაზე.

სამმხრივი მინისტერიალის ფარგლებში დღესვე ხელი მოეწერა ერთობლივ განცხადებას - "სტამბოლის დეკლარაციას", რომელშიც სამ სახელმწიფოს შორის თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებებია ასახული.

დღის ამბები