"ქართული ოცნების" გორგასლის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა.
სხდომაზე საუბარი შეეხო მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.
უმრავლესობის წევრებმა მიმდინარე სასესიო კვირის პლენარულ სხდომებზე განსახილველ საკითხებზეც იმსჯელეს და განიხილეს მთელი რიგი საკანონმდებლო ცვლილებები თუ პაკეტები, რომელზეც ამჟამად მუშაობა მიმდინარეობს.
ამასთან, უმრავლესობის წევრებმა კონსულტაციები გაიარეს სახელმწიფო მდივანთან, მამუკა მდინარაძესთან და შინაგან საქმეთა მინისტრთან, სულხან თამაზაშვილთან, რომელიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს შეეხება.
ცვლილებები საგზაო მოძრაობის წესებს ეხება და საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, აღნიშნულ საკითხზე საბოლოო კონსენსუსის მიღწევა და კონკრეტული ცვლილებების საზოგადოებისთვის წარდგენა საგაზაფხულო სესიის ბოლოსთვის იგეგმება.