08 ივნისი 2026,   22:29
ვრცლად
სომხეთის საპარლამენტო არჩევნები და პოლიტიკური შეფასება - მესამე ვადით არჩეული ფაშინიანი პირველივე ბრიფინგზე თბილისთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების სურვილს გამოთქვამს

საქართველოსა და სომხეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობა მომავალში უფრო მეტად გაღრმავდება - სურვილი მეზობელ ქვეყანაში მე-3 ვადით არჩეულმა ნიკოლ ფაშინიანმა გამოთქვა, რომელმაც ჯერ კიდევ საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ერევანს თბილისთან ურთიერთობების განვითარება სურს.

თანამშრომლობის განვითარებისთვის საქართველოს კარი სომხეთისთვის ღიაა. ოფიციალური თბილისიდან ნიკოლ ფაშინიანმა მილოცვებიც მიიღო. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სომეხ კოლეგას მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე მზაობა დაუდასტურა. ფაშინიანს წარმატება მიულოცა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. შალვა პაპუაშვილმა გამარჯვება სომეხ კოლეგას, ალენ სიმონიანსაც მიულოცა.

სომხეთთან პარტნიორობის გაღრმავების მნიშვნელობაზე საუბრობს ოპოზიციაც.

რეგიონში მშვიდობის შენარჩუნების აუცილებლობაზე აკეთებს აქცენტს "ქართული ოცნება". ამ მიზნით კი, საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობაზე მიუთითებენ მმართველ გუნდში.

ნიკოლ ფაშინიანის პარტიამ სომხეთის ეროვნულ ასამბლეაში მესამედ მოიპოვა უმრავლესობა. პირველივე ბრიფინგზე კი, საქართველოსთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.

დღის ამბები