08 ივნისი 2026,   22:31
ვრცლად
სააკაშვილისა და ყოფილი თანაგუნდელების დაპირისპირება ახალ ფაზაში გადადის

მსჯავრდებულმა სააკაშვილმა, რომელიც ოპოზიციის კერპობიდან, მფრინავ მაიმუნად, მაოხრებელ გზირად, ჭკუიდან გადასულ პოლიტიკურ ნარიმანად ან უბრალოდ ლუზერად იქცა - ციხის ეპისტოლეების შემდეგ, ახალი პოლიტიკური ცეცხლი სასამართლო სხდომათა დარბაზიდან გახსნა. 20 წუთიანი სიტყვით მის ოპოზიციაში მყოფ ოპოზიციას - ბრძოლის სტრატეგიაც დაუწუნა, ციხიდან დახსნაც მოსთხოვა, კრიტიკისა და პოლიტიკური გარჩევების საპასუხოდ კი ისიც უთხრა, რომ ლუზერის ფსიქოლოგია თავად აქვთ ჩამოყალიბებული.

დანარჩენებს მოუწოდებენ, თავიანთ ეგოსა და ამბიციებზე უარის თქმა კი არ სურთ. ამის დასტური იყო, ლიდერის შემდეგ, სააკაშვილის პარტიიდან, ყოფილი "ნაციონალებისთვის" დღეს გაგზავნილი მორიგი სიგნალიც, რომ მიშას პარტია მათზე უპირატესია, მიშაზე თავდამსხმელები კი ლუზერები.

ცისკარიშვილის ნაცვლად, პოლიტიკურ ლანძღვა-გინებაში ამჯერად ანა წითლიძე ჩაერთო, რომელიც გვარამიასთან ერთად უკვე ჩერგოლეიშვილსაც ადანაშაულებს ღალატსა და სააკაშვილის პოლიტიკური კაპიტალის გამოყენებაში. ექსპრეზიდენტის დამცველმა, ფედერალისტების ლიდერს ახალი ბრალდება მას შემდეგ წაუყენა, რაც ჩერგოლეიშვილმა სააკაშვილს პოლიტიკური ნარიმანი, მისი პარტიის წევრებს კი ხბომადიდიდებელი ბანდერლოგები უწოდა.

დიაგნოზის დასმა ალიანსში, სამედიცინო განათლების მქონე წევრებმა ყველაზე უკეთ იციან, თუმცა წარსულის ტრავმებით მანიპულირებას, ევროპული საქართველოს ლიდერები მაინც ყველაზე დიდ შეცდომად მიიჩნევენ, იმის მიუხედავად, რომ გასახსენებელი თავადაც ბევრი აქვთ.

პოლიტიკური გარჩევები, "ნაციონალებისა" და ყოფილი "ნაციონალების" ვიწრო ჯგუფის ჭიდილია "გირჩისთვის", სადაც სააკაშვილის ირგვლივ გაერთიანებული ცალკეული ოპოზიციონერები კომიკურ პერსონაჟებად და "ფეიკ ნაციონალებად" ჰყავთ წარმოდგენილი.

"ბრძოლა უცხოური დაფინანსებისთვის" - ასე აფასებენ სახელისუფლებო გუნდში ყოფილ და მოქმედ "ნაციონალებს" შორის დაუსრულებელ დაპირისპირებას, რომელმაც ოპოზიციური პარტიების დანაყოფები ისევ პოლიტიკურ უფსკრულამდე და კონსტიტუციური პრინციპების დარღვევამდე არაერთხელ მიიყვანა.

დაპირისპირების მორიგი ეტაპი მას შემდეგ დაიწყო, რაც "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებმა საჯაროდ და სახელობითად თქვეს, რომ სააკაშვილის ელექტორატს გვარამია-მელიას კოალიცია ისაკუთრებდა, რაც გვარამიასთვის კიდევ ერთი მიზეზი აღმოჩნდა იმის სათქმელად, რომ სააკაშვილის ფაქტორის ექსპლუატაციის გარდა, "ნაციონალურ მოძრაობას" არაფერი გაუკეთებია, არც იცის და არც ამის პოტენციალი აქვს.

 

დღის ამბები