03 მაისი 2024,   01:08
ვრცლად
შესაძლოა ვირუსი სხვა ენდემურ ვირუსს დაემსგავსოს და არასდროს გაქრეს - ჯანმოს წარმომადგენელი

შესაძლოა, ეს ვირუსი ჩვენს საზოგადოებებში არსებულ სხვა ენდემურ ვირუსს დაემსგავსოს და არასდროს გაქრეს - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაუდებელი პროგრამების აღმასრულებელი დირექტორის მაიკ რაიანის თქმით, წარმოუდგენელია პროგნოზის გაკეთება, როდის გაქრება კორონავირუსი.

"არ მგონია, ვინმეს შეეძლოს პროგნოზირება, როდის გაქრება ის. შესაძლოა, არასდროს წავიდეს, აივ-ინფექციაც არ გამქრალა. ამ ორ დაავადებას ერთმანეთს არ ვადარებ, თუმცა რეალისტები უნდა ვიყოთ," - აღნიშნა მაიკ რაიანმა.

დღის ამბები