08 მაისი 2024,   00:11
ვრცლად
TBC ბანკის საქმეში ფულის გათეთრების მტკიცებულებებს დამოუკიდებელი საერთაშორისო ექსპერტი ვერ ხედავს

არ არსებობს იმის დამტკიცების საფუძველი, რომ მამუკა ხაზარაძემ, ბადრი ჯაფარიძემ ან ავთანდილ წერეთელმა, ინდივიდუალურად ან ჯგუფურად, ფულის გათეთრების დანაშაული ჩაიდინეს - ამის შესახებ საუბარია ექსპერტის დასკვნაში, რომელსაც "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" აქვეყნებს.

ორგანიზაციამ TBC ბანკის საქმეზე დამოუკიდებელი საერთაშორისო ექსპერტის პოლინ დევიდის დასკვნა გამოაქვეყნა. 

"არ ჩანს ამ საქმეში ფულის ლეგალიზების განზრახვა, ანუ უკანონო შემოსავლის დამალვის და მერე მისი უკან, ეკონომიკაში დაბრუნების განზრახვა იმიტომ, რომ მთელი ეს ტრანზაქცია იყო ყველა ეტაპზე ღია და ოფიციალურად გაფორმებული. 

აქედან გამომდინარე, ექსპერტი ამ საქმეების და მასალის შესწავლის შემდგომ, მივიდა დასკვნამდე, რომ ფულის გათეთრების ნაწილში საკმაოდ სუსტია ბრალდება, ის არ ემყარება საკმარის საფუძველს და მასში არ არის ის მნიშვნელოვანი ელემენტები, რომელიც აუცილებელია ფულის გათეთრების დასამტკიცებლად," - აცხადებს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" პროგრამის მენეჯერი გიორგი გვილავა.

დღის ამბები