18 ნოემბერი 2024,   05:45
ვრცლად
ხმაური ქუთაისის საკრებულოში - სიტყვიერი დაპირისპირება ოპოზიციის ინიციატივას მოჰყვა

ხმაური იყო ქუთაისის საკრებულოში. სიტყვიერი დაპირისპირება ოპოზიციის ინიციატივას მოჰყვა. ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა" ბიუჯეტიდან ხუთი მილიონის გამოთავისუფლებას და თანხის პანდემიით დაზარალებული მოსახლეობისთვის გადაცემას მოითხოვდა.

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრების თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობაზე ზრუნვის ნაცვლად, საარჩევნო სამზადისით არის დაკავებული და ცდილობენ, თანამშრომელთა რაოდენობის გაზრდას.

საკრებულოს უმრავლესობამ ოპოზიციის ბრალდებას ტყუილი უწოდა და განმარტეს, რომ "ქართული ოცნება" პანდემიით დაზარალებულ მოსახლეობას ეხმარება, თუმცა აცხადებენ, რომ ბიუჯეტიდან ხუთი მილიონის გამოთავისუფლება არ იგეგმება, ამასთან არც თანამშრომლების რაოდენობის გაზრდა მოხდება.

რიგგარეშე სხდომაზე ოპოზიციამ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.

დღის ამბები