04 მაისი 2024,   22:39
ვრცლად
ამერიკელი მეცნიერების მტკიცებით, აღმოაჩინეს ანტისხეულები, რომელიც კორონავირუსს 4 დღეში განდევნის

კალიფორნიის შტატში მდებარე ბიო-ფარმაცევტული კომპანია "სორენტო თერაფიუთიქსში" მეცნიერებმა გააკეთეს განცხადება, რომ აღმოაჩინეს ანტისხეულები, რომლებიც ორგანიზმს კორონავირუსისგან იცავს. სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ ანტისხეულებს აქვს უნარი, კორონავირუსი ადამიანის ორგანიზმიდან ოთხ დღეში განდევნოს და სრულად გაანადგუროს ინფექცია. თუ შესაბამისი უწყებები აღმოჩენას აღიარებენ და ის მოხმარებაში ჩაეშვება, ფარმაცევტული კომპანია ამბობს, რომ მასზე წვდომა მოსახლეობას ვაქცინის შემუშავებამდე ბევრად ადრე შეეძლება.

"გვინდა, ხაზი გავუსვათ, რომ არსებობს წამალი. ეს მიდგომა შემთხვევების 100 პროცენტში მუშაობს. თუ ჩვენ გამანეიტრალებელი ანტისხეული გვექნება, მაშინ სოციალური დისტანცირება აღარ დაგვჭირდება და შევძლებთ, ქვეყნები შიშის გარეშე გავხსნათ“ - განაცხადა კომპანიის დამფუძნებელმა ჰენრი ჯიმ. 

დღის ამბები