04 მაისი 2024,   22:10
ვრცლად
პანდემიამ საბოლოოდ ჩამოხსნა ფარდა წარმოდგენას, რომ ხალხმა, ვინც ქვეყანას მართავს, იცის, რას აკეთებს - ობამა

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ ამერიკის მოქმედი ხელისუფლება გააკრიტიკა. როგორც ობამამ დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისთვის ვიდეომიმართვისას განაცხადა, პანდემიამ აჩვენა, რომ ბევრმა მმართველმა საერთოდ არ იცის, რას აკეთებს. 

"ჩვენი საზოგადოება და დემოკრატია მუშაობს მხოლოდ მაშინ, როდესაც არა მარტო საკუთარ თავზე, არამედ ერთმანეთზეც ვფიქრობთ, პანდემიამ საბოლოოდ ჩამოხსნა ფარდა წარმოდგენას, რომ ხალხმა, ვინც ქვეყანას მართავს, იცის, რას აკეთებს. პანდემიამ განსაკუთრებით დააზარალა უმცირესობათა ჯგუფები, მსგავსი დაავადებები ხაზს უსვამს საზოგადოებაში არსებულ უთანასწორობებს, ტვირთს, რომელიც შავკანიან მოსახლეობას ისტორიულად თან სდევს," - განაცხადა ბარაკ ობამამ.

დღის ამბები