04 მაისი 2024,   23:34
ვრცლად
ჩინეთი, ჩვენზე ბევრად დიდი მოსახლეობით, ძალიან მცირე თანხებით აფინანსებს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას - ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა "ტვიტერით" განაცხადა, რომ ჩინეთიდან ვირუსის გავრცელებამდე აშშ-ის ეკონომიკა მსოფლიოში საუკეთესო იყო და ქვეყანა უწინდელ მდგომარეობას მალევე დაუბრუნდება.

პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ჩინეთი, რომლის მოსახლეობაც აშშ-ზე ბევრად მეტია, უკვე ათწლეულებია, აშშ-სთან შედარებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, გაერო-სა და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის დაფინანსებაში ბევრად ნაკლებ თანხებს დებს.

"რატომ არის, რომ ჩინეთი, ჩვენზე ბევრად დიდი მოსახლეობით, უკვე ათწლეულებია, ძალიან მცირე თანხებით აფინანსებს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას, გაერო-ს და რაც ყველაზე უარესია -  მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას, რომელშიც ის "განვითარებად" ქვეყანად არის მიჩნეული და სარგებლობს უზარმაზარი შეღავათებით აშშ-სთან და სხვებთან შედარებით. ჩინეთიდან წამოსული ჭირის გავრცელებამდე, ჩვენი ეკონომიკით ყველა აღფრთოვანებული იყო, ეს იყო მსოფლიოში საუკეთესო ეკონომიკა და ჩვენ ამ სტატუსს მალე დავუბრუნდებით," - განაცხადა დონალდ ტრამპმა. 

 

დღის ამბები