18 ნოემბერი 2024,   22:33
ვრცლად
მარნეულში 56 დღიანი მკაცრი საკარანტინო შეზღუდვა გაუქმდა

უკვე რამდენიმე საათია, გადაადგილების შეზღუდვა გაუქმებულია მარნეულში. თითქმის ორთვიანი აკრძალვის შემდეგ ქალაქში შესვლა-გასვლა უპრობლემოდ არის შესაძლებელი. ადგილობრივებს კი ქვეყნის მასშტაბით გადაადგილების უფლება მიეცათ.

მუნიციპალიტეტში 56 დღის განმავლობაში მოქმედი ყველა ბლოკპოსტი დილის 06:00 საათიდან გაუქმებულია.

გაუქმდება მკაცრი საკარანტინო ზონის სტატუსი და მარნეულის მაცხოვრებლებს ჩვეულებრივად ექნებათ საშუალება, გადაადგილდნენ საქართველოს სხვა ქალაქებში, სადაც არ მოქმედებს მკაცრი კარანტინი.

"მიუხედავად ამისა, ჩვენ პრევენციულ ღონისძიებებს ვაგრძელებთ, გრძელდება საინფორმაციო კამპანია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კიდევ არ მოხდეს მარნეულში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამწვავება," - განაცხადა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა ზაურ დარგალმა "კურიერთან" სატელეფონო საუბრისას.

 

ავტორი: ნათია გოგიშვილი

დღის ამბები