18 ნოემბერი 2024,   22:27
ვრცლად
დღეიდან მართვის მოწმობის მისაღებას პრაქტიკული გამოცდების ჩაბარება და ძველი ნიმუშის სანომრე ნიშნების შეცვლა შესაძლებელია

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ, დღეიდან, სერვისების ეტაპობრივი განახლება დაიწყო.

მოქალაქეებს უკვე აქვთ შესაძლებლობა, ისარგებლონ მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდით.

იმ პირებს, ვისაც ჩაბარებული აქვთ მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდა, საშუალება ეძლევათ, ისარგებლონ პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების სერვისითაც.

აღდგა ძველი ნიმუშის სანომრე ნიშნების შეცვლის სერვისიც.

რაც შეეხება ცნობებს პირის ნასამართლობის, პირის მსჯავრდების, სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის, პირის მიერ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის და იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ, ამ ეტაპზე განაცხადის მიღება ხდება მხოლოდ ელექტრონული ფორმით.

სატრანსპორტო საშუალების საბაჟო და სარეგისტრაციო მომსახურება ჩვეულ რეჟიმში ხორციელდება. მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, სააგენტო მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ სერვისების მისაღებად ადგილზე გამოცხადდნენ პირბადით.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ განაახლა შეზღუდული სერვისების მიწოდება. აღდგა ყოველდღიური სამუშაო რეჟიმი. აგრეთვე, შესაძლებელია, მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება იმ პირებისათვის, ვისაც ჩაბარებული აქვს შესაბამისი თეორიული გამოცდა. აგრეთვე, შესაძლებელია სანომრე ნიშნების შეცვლა.

მომსახურების სააგენტო მოქალქეებს მოუწოდებს, დაიცვან მთავრობის მიერ დაწესებული რეკომენდაციები და გამოცხადდენ პირბადეებით," - განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ იმედა მაკასარაშვილმა.

დღის ამბები