09 ოქტომბერი 2024,   06:30
ვრცლად
უკრაინაში რუსეთის მთავარი სადაზვერვო განყოფილების აგენტები დააკავეს

უკრაინაში რუსეთის მთავარი სადაზვერვო განყოფილების ორი აგენტი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ანტიტერორისტული ოპერაციის პრესსპიკერი ავრცელებს.

ანდრეი ლისენკოს თქმით, მათი დაკავება ლუგანსკის ოლქში დასახლებულ პუნქტ „სჩასტიესთან“ მოხდა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, სოციალურ ქსელებში ვიდეო გავრცელდა, რომელზეც აღბეჭდილია რუსი ჯაშუშის დაკითხვა.

მომხდარის შესახებ  რუსეთის დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ კომენტარი გააკეთა. ვლადიმირ კომოედოვს არ სჯერა, რომ ამ პირებს რაიმე საერთო აქვთ რუსეთის დაზვერვასთან.

დღის ამბები