09 ოქტომბერი 2024,   06:29
ვრცლად
ჰომოფობიის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე მოსკოვში 17 მონაწილე დააკავეს

ჰომოფობიის საწინააღმდეგო საერთაშორისო დღის აღსანიშნავად მოსკოვში გამართული აქციის 17 მონაწილე დააპატიმრეს. 50-მდე ადამიანს ჰაერში ფერადი ბუშტების გაშვება ჰქონდათ განზრახული. თუმცა, რუსმა სამართალდამცავებმა მათი ეს მცდელობა აღკვეთეს.

ჰომოფობიის საწინააღმდეგო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები კიშინიოვშიც არეულობით დასრულდა. მოლდოვის დედაქალაქში 100-მდე ადამიანმა მსვლელობა მოაწყო. მათთვის ხელის შეშლას მართლმადიდებლური ეკლესიის მრევლი შეეცადა. პოლიციელებმა ერთი ადამიანი დააკავეს.

 

 

დღის ამბები