09 ოქტომბერი 2024,   06:30
ვრცლად
ტეხასში ბაიკერთა შეტაკების შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა

9 ადამიანი დაიღუპა და 7 დაიჭრა ტეხასის შტატის ქალაქ უეიკოში, სადაც მოხდა შეტაკება ბაიკერთა ორ დაჯგუფებას შორის. სისხლიანი გარჩევა რესტორან „ტვინ პიქსში“ მოხდა.

თვითმხილველები ჰყვებიან, რომ რესტორნის პარკინგზე დაპირისპირებულებმა 100-მდე გასროლა მოახდინეს. ყველა გარდაცვლილი ბაიკერია.

პოლიციის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ადგილიდან ამოღებულია დიდი რაოდენობით იარაღი, მათ შორის ავტომატები და დანები.

დაკავებულია სამი ადამიანი, რომლებიც, სავარაუდოდ, დაპირისპირების მონაწილეები არიან.

დღის ამბები