09 ოქტომბერი 2024,   06:21
ვრცლად
ისლამურმა სახელმწიფომ ერაყში ქალაქ რამადზე კონტროლი დაამყარა

დაჯგუფება ისლამურმა სახელმწიფომ ერაყში ქალაქ რამადზე კონტროლი დაამყარა. სამთავრობო ძალების მიერ რამადის დატოვებას ერაყის ხელისუფლებაც ადასტურებს, თუმცა მათივე თქმით, ქალაქის დასაბრუნებლად რეგიონში დამატებით ძალებს აგზავნიან.

ბაღდადიდან 110 კილომეტრის დაშორებით მდებარე ქალაქის დაკავებას ისლამისტი მებრძოლები რამდენიმე თვის განმავლობაში ცდილობდნენ. ბოლო ორ დღის განმავლობაში რამადში მიმდინარე ბრძოლებს 500–ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეებიც.

დღის ამბები