10 სექტემბერი 2026,   04:22
ვრცლად
ენმ-ს წარმომადგენლებმა ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს მედპერსონალს სპეციალური დამცავი აღჭურვილობა დაურიგეს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები ქვეყნის მასშტაბით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას აგრძელებენ და ექიმებს კორონორავირუსთან ბრძოლისთვის სპეციალურ თავდაცვით აღჭურვილობას ურიგებენ.

დღეს, ზუგდიდის ენმ-ს რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ ანი წითლიძემ და პარტიის სხვა წარმომადგენლებმა, ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს მედპერსონალი მოინახულეს.

"ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს ექიმებს გადავეცით მიხეილ სააკაშვილის საჩუქარი დამცავი აღჭურვილობები იმისთვის, რომ მათ უსაფრთხოდ შეძლონ თავიანთი მოვალეობის შესრულება და ჩვენ კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით თითოეულ მათგანს იმისთვის, რასაც ისინი აკეთებენ," - აცხადებს ანი წითლიძე.

ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს ექიმის პაატა ადამიას თქმით, საავადმყოფოს სრული აღჭურვილობის გარკვეული მარაგები ჰქონდა, თუმცა ზუგდიდში COVID-19 დადასტურების შემდეგ, მარაგები მუდმივ შევსებას საჭიროებს.

"ეს არ არის უბრალოდ პირბადეები და ფარები, ეს არის სრული აღჭურვილობა, თან იმ ფონზე, რომ დღესდღეობით ვიცით, რომ ზუგდიდში რამდენიმე შემთხვევა დაგვემატა. ეს ძალიან საჭირო საჩუქარია. საავადმყოფოს გარკვეული მარაგები ჰქონდა, მაგრამ ამ შემთხვევაში, როდესაც COVID-19-ის დადასტურების შემთხვევები გამრავლდა, ეს მარაგები ყოველთვის იქნება შესავსები," - განაცხადა პაატა ადამიამ.

დღის ამბები