09 ოქტომბერი 2024,   06:22
ვრცლად
სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფას ჰავაიზე ამერიკელი ჯარისკაცი ემსხვერპლა

სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფას ჰავაიზე ერთი ამერიკელი ჯარისკაცი ემსხვერპლა. ინციდენტი სამხედრო წვრთნის დროს მოხდა. ავარიული დაშვების შემდეგ თვითმფრინავს ცეცხლი მოედო.

შემთხვევის ადგილზე რამდენიმე წუთში მივიდნენ სამაშველო ჯგუფები. ერთი ჯარისკაცი ადგილზე დაიღუპა, დანარჩენი 21 კი საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

ავარიული დაშვების გამომწვევი მიზეზი უცნობია. მომხდარზე გამოძიება დაიწყო.

დღის ამბები