09 ოქტომბერი 2024,   06:28
ვრცლად
ექსტრემალური ნახტომის დროს ამერიკელი ბეიზჯამპერი დაიღუპა

ცნობილი ამერიკელი ბეიზჯამპერი ექსტრემალური ნახტომის დროს დაიღუპა. 43 წლის დინ პოტერის ცხედარი მეწყვილესთან ერთად იოსემიტის ეროვნულ პარკში აღმოაჩინეს. ორივე სპეციალური კოსტიუმით შაბათს, ერთი კლდიდან მეორეზე სწრაფი სიჩქარით გადაფრენას აპირებდა, მანძილი კლდეებს შორის 2 ათასი მეტრი იყო.

ჯერჯერობით უცნობია რა გახდა უბედური შემთხვევის მიზეზი. სპორტსმენებთან კონტაქტის გაწყვეტის შემდეგ მათი ცხედრები პარკის ტერიტორიაზე მეორე დღეს იპოვეს.

დღის ამბები