ბათუმში ინასარიძის ქუჩაზე მცხოვრებლებმა კორპუსის მშენებლობას გააპროტესტეს. აქციის მონაწილეების თქმით, მერიამ ინასარიძის 24- ში სკვერის მოწყობა დააანონსა, თუმცა ტერიტორიაზე კორპუსის მშენებლობა დაიწყეს.
მოსახლეობა აცხადებს, რომ მშენებლობის გამო იჩეხება ასწლოვანი ევკალიპტის ხეებიც.
აქციის მონაწილეებს ოპოზიციური პარტიის წევრებიც შეუერთდნენ. "ნაციონალური მოძრაობის" წევრი გელა დეკანაძე აცხადებს, რომ ხელისუფლება კორუფციულ უკანონო გადაწყვეტილებებს იღებს და კორუფციულ გარიგებებშია ჩართული.