04 მაისი 2024,   07:36
ვრცლად
ოკუპირებულ აფხაზეთში COVID -19 რუსეთის სამხედრო სასწავლებლის ერთ კურსანტს დაუდგინდა

COVID-19-ის 25 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება ოკუპირებულ აფხაზეთში. დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, გუშინ ტესტი 90 ადამიანს ჩაუტარდა, მათგან ვირუსი რუსეთის სამხედრო სასწავლებლის ერთ კურსანტს დაუდგინდა. პაციენტი გაუდაუთის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე დღემდე კორონავირუსისგან 3 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ერთი კი გარდაიცვალა.

რაც შეეხება ოკუპირებულ ცხინვალს, ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 34 ინფიცირებულიდან 2 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

დღის ამბები