09 ოქტომბერი 2024,   06:23
ვრცლად
თურქეთი იმედოვნებს, რომ მომავალ სამიტზე ალიანსის გაფართოებაზე იმსჯელებენ

თურქეთი მხარს უჭერს საქართველოს ნატოში ინტეგრაციას და იმედოვნებს, რომ სამიტზე, რომელიც მომავალ წელს ვარშავაში გაიმართება, ალიანსის გაფართოებაზე იმსჯელებენ – ამ თემაზე განცხადება თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბრიუსელში გააკეთა, სადაც თურქეთისა და ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა მიმდინარეობს.

მისი თქმით, ალიანსმა მხედველობაში უნდა მიიღოს საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და მის მისწრაფებას სათანადოდ უპასუხოს. საქართველოს ნატოში გაწევრიანების შესახებ მან ანტალიაში ნატოს მინისტერიალზეც ილაპარაკა.

"თურქეთი მხარს უჭერს ნატოს გაფართოებას. საქართველო კი ერთ-ერთი ასპირანტი ქვეყანაა. გვინდა, რომ ვარშავის სამიტო გაფართოებას მიეძღვნას. ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ საქართველოსთვის წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭებას, რომ ვუპასუხოთ საქართველოს ამბიციას და მის მიერ მიღწეულ პროგრესს. გულახდილად რომ ვთქვათ, ნატოში სხვადასხვა მოსაზრება არსებობს, თუმცა დეტალებზე ახლა არ ვისაუბრებ. გეტყვით, რომ ჩვენ ეს საკითხი განვიხილეთ და ალიანსის სხვა შეხვედრებზეც გავაგრძელებთ საუბარს,“ - განაცხადა ჩავუშოღლუმ. 

დღის ამბები