18 ნოემბერი 2024,   19:21
ვრცლად
ე.წ ქურდული სამყაროს წევრებმა ნაქირავებ ბინაში ბიზნესმენი მოტყუებით მიიყვანეს - საგამოძიებო მოქმედებების დეტალები ცნობილია

პოლიციამ უკვე ჩაატარა საგამოძიებო მოქმედებები იმ მისამართებზე, სადაც ე.წ ქურდული სამყაროს წევრები ერთ-ერთ ბიზნესმენზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ. დიდ დიღომსა და კანდელაკის ქუჩაზე დაიკითხნენ მეზობლებიც. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ორივე შემთხვევაში, კონსპირაციულ მისამართებზე მამაკაცი, რომელსაც თავისუფლება უკანონოდ ჰქონდა აღკვეთილი, მოტყუებით მიიყვანეს.

ცნობილი ხდება, რომ გიორგი დილანიანმა ერთ-ერთმა ბრალდებულმა და დანაშაულებრივი სქემის მთავარმა ორგანიზატორმა 25 იანვარს მოაწყო ე.წ ქურდული შეკრება თავის საცხოვრებელ სახლში, რომელიც როგორც ირკვევა, დროებით აქვს მას ნაქირავები.

ამასთან, ცნობილია, რომ ამ შეხვედრაზე მოტყუებით მიიყვანეს ბიზნესმენი, რომელსაც უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და მასზე განახორციელეს, როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური ზეწოლა. ბიზნესმენი მხოლოდ მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც მოთხოვნილი თანხა 7500$ მიიღეს. ამ დროისთვის მისამართზე, სადაც აღნიშნული ფაქტი მოხდა, ბრალდებულის მეუღლე იმყოფება. ის ამბობს, რომ ამ საქმეზე არანაირი ინფორმაცია არ აქვს და მისი თქმით, მხოლოდ მაშინ დაიწყო ინფორმაციის მოძიება, რაც გუშინ დაკავების სპეცოპერაცია ჩატარდა. ბრალდებულის მეუღლე ასევე ამბობს, რომ გიორგი დილანიანი გარკვეული ბიზნესით იყო დაკავებული. 

"არავის არ გასწორების ფიზიკურად, მე სამსახურში ვერ დავდივარ კარანტინის გამო, სულ სახლში ვარ, ვინმე რომ მოეყვანა აქ გიორგის და საქმე გაერჩია ამას შევამჩნევდი. ჩემი მეუღლე საოჯახო ბიზნესით იყო დაკავებული და არანაირი კავშირი არ ჰქონდა ამ სამყაროსთან და მე შოკში ვარ ამ ყველაფერს რომ აბრალებენ მას,"- აღნიშნავს ბრალდებული გიორგი დალანიანის მეუღლე. 

საქმეზე სულ 13 პირია დაკავებული, მათი დაკავების სპეცოპერაცია კი 4 ქალაქში ჩატარდა. ჯერჯერობით დაკავებულებისთვის პროკურატურას ბრალი ოფიციალურად არ წარუდგენია. 

დღის ამბები