11 სექტემბერი 2026,   14:50
ვრცლად
ხვალიდან ქვეყანაში კომენდანტის საათი უქმდება - რა შეზღუდვები რჩება ძალაში

ხვალიდან ქვეყანაში კომენდანტის საათი გაუქმდება, თუმცა ჯერჯერობით ძალაში რჩება შემდეგი შეზღუდვები:

ისევ იკრძალება მანქანაში 3 ადამიანზე მეტის ჩასხდომა. სასურსათო მაღაზიებმა, ბანკებმა, ოფისებმა მკაცრად უნდა დაიცვან დისტანციის და უსაფრთხოების წესები.

ასევე ამ დრომდე არ არის გადაწყვეტილი როდის აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა.

15 ივნისიდან იგეგმება შიდა ტურიზმის აღდგენა, 1 ივლისიდან კი ქვეყანა მზად იქნება უცხოელი ტურისტების მისაღებად.

ასევე გაიხსნება ყველა საცალო და საბითუმო მაღაზია, რომლებსაც აქვს დამოუკიდებელი შესასვლელი - ტანსაცმლის და ფეხსაცმლის მაღაზიის გარდა.

დღის ამბები