06 სექტემბერი 2026,   14:02
ვრცლად
ბოჭორიშვილის კლინიკაში თეთრიწყაროს კლასტერიდან კორონავირუსით ინფიცირებული 79 წლის ქალი შეიყვანეს

ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი შეიყვანეს, რომელიც თეთრიწყაროში ე.წ. ექიმების კლასტერის კონტაქტია. ის 79 წლის ქალია, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ამ დროისთვის, ბოჭორიშვილის კლინიკაში მკურნალობს 50 პაციენტი, აქედან კორონავირუსი 42 მათგანს აქვს დადასტურებული. პაციენტებიდან ერთი რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს და მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

კლინიკაში მოთავსებული პაციენტებიდან 12 18 წლამდე ასაკის მოზარდია.

დღის ამბები