06 სექტემბერი 2026,   14:03
ვრცლად
79 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც თეთრიწყაროს კლასტერიდანაა საყურადღებოა - მაკა სოლოღაშვილი

კორონავირუსით ინფიცირებული 79 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც თეთრიწყაროს კლასტერიდანაა, საყურადღებოა - ამის შესახებ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მაკა სოლოღაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, კონსილიუმზე გადაწყდება, პაციენტის მკურნალობა ჩვეულებრივ პალატაში გაგრძელდება თუ მას რეანიმაციურ განყოფილებაში გადაიყვანენ.

"დატვირთული დიაგნოზია, აღენიშნება თანმხლები დაავადებები. ამასთან ერთად დაავადებაც გამოხატულია, არის პნევმონიაც, ცხელებაც. საკმაოდ საყურადღებო მდგომარეობაა", - აღნიშნა მაკა სოლოღაშვილმა.

თეთრიწყაროელი ქალი ბოჭორიშვილის კლინიკაში 21 მაისს, საღამოს შეიყვანეს.  ამ დროისთვის, კლინიკაში სულ კლინიკაში COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევით 41 პაციენტი მკურნალობს, მათგან ერთია რეანიმაციულ განყოფილებაში.

დღის ამბები