18 ნოემბერი 2024,   19:28
ვრცლად
მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ბრალდებით კახეთში ერთი პირი დააკავეს

პოლიციამ კახეთში ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობის ბრალდებით, 1984 წელს დაბადებული გ.ა. დააკავა.

გამოძიებით დადგინდა,რომ ბრალდებულმა მეუღლეს,1975 წელს დაბადებულ ე.მ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. დანაშაული 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები