18 ნოემბერი 2024,   19:39
ვრცლად
იმერეთის რეგიონში 372 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

იმერეთში კორონავირუსის დიაგნოზით სამი პაციენტი რჩება. ერთი საჩხერის სამედიცინო ცენტრშია მოთავსებული, ორი კი ქუთაისის კლინიკებში გადის მკურნალობას. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და უახლოეს მომავალში განმეორებით ანალიზებს გაუკეთებენ, ტესტის უარყოფითი პასუხის შემთხვევაში პაციენტებს კლინიკიდან გაწერენ.

გუშინ რეგიონში COVID ინფექციის გამოსავლენად 372 საეჭვო პაციენტის ლაბორატორიული კვლევა ჩატარდა, საიდანაც ყველა შემთხვევაში უარყოფითი პასუხი მიიღეს.

დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსის განმარტებით, ანალიზები როგორც კლინიკების თანამშრომლებს, ასევე საკარანტინო ზონაში მყოფ იმ პირებს აუღეს, რომლებსაც სავალდებულო ორკვირიანი პერიოდი ამოეწურათ.

დღის ამბები