09 ოქტომბერი 2024,   06:29
ვრცლად
ლატვიის საზღვრებთან რუსული სამხედრო ავიაცია დააფიქსირეს

ლატვიის ეროვნული შეიარაღებული ძალები "ტვიტერით" ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ქვეყნის საზღვრებთან რუსული სამხედრო ავიაცია დააფიქსირეს.

ილ–72 ტიპის სამხედრო ვერტმფრენი ბალტიის ზღვის ნეიტრალურ წყლებში ლატვიის საზღვრის სიახლოვეს შენიშნეს.

აღნიშნულ ფაქტზე რუსეთის თავდაცვის უწყებაში კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ. ბოლო 2 თვის განმავლობაში ლატვიის საზღვრებთან მსგავსი ფაქტები საკმაოდ გახშირდა.

დღის ამბები