09 ოქტომბერი 2024,   06:20
ვრცლად
"შარლი ებდოს" მთავარმა კარიკატურისტმა თანამდებობა დატოვა

ფრანგული სატირული გაზეთის – "შარლი ებდოს" მთავარმა კარიკატურისტმა თანამდებობა დატოვა.

რენე ლუზეს განცხადებით, ტერაქტის შემდეგ მას იმავე გუნდში დარჩენა და მუშაობა გაუჭირდა, რადგან მისი მეგობრები აღარ არიან.

ლუზემ ჯერ კიდევ აპრილში განაცხადა, რომ ის მუჰამედ წინასწარმეტყველის კარიკატურებს აღარ დახატავდა.

"შარლი ებდოს" გამოცემაზე თავდასხმა იანვარში განხორციელდა, რომლის დროსაც 12 ადამიანი გარდაიცვალა.

ამავე თემაზე
დღის ამბები