09 ოქტომბერი 2024,   06:30
ვრცლად
გადაუღებელი წვიმები კოლუმბიაში - დაღუპულია 60 ადამიანი

გადაუღებელ წვიმას კოლუმბიაში მეწყერი და მსხვერპლი მოჰყვა.

ანტიოკიას პროვინციაში ძლიერი წვიმის შემდეგ მდინარე კალაპოტიდან გადმოვიდა და დასახლებები დატბორა, რასაც მეწყერიც მოჰყვა. დაიმეწყრა სოფელი სანტა–მარგარიტა.

მაშველების განცხადებით, მეწყერმა სოფელში მდებარე თითქმის ყველა სახლი ქვეშ მოიყოლა.

წინასწარი ინფორმაციით დაღუპულია 60 ადამიანი, თუმცა მაშველები გარდაცვლილთა რიცხვის ზრდას არ გამორიცხავენ. დაწყებულია ახლომდებარე დასახლებებიდან ხალხის ევაკუაცია. სამაშველო ოპერაციაში შინაგანი ჯარიც ჩაერთო.

დღის ამბები