18 ნოემბერი 2024,   19:49
ვრცლად
ხმაური ბათუმის საკრებულოში - ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაცია "ბათომი" დღის წესრიგიდან ერთ-ერთ საკითხის ამოღებას მოითხოვდა

ხმაური იყო ბათუმის საკრებულოში - ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაცია "ბათომი" დღის წესრიგიდან ერთ-ერთ საკითხის ამოღებას ითხოვდა.

საკითხი ბულვარის ტერიტორიაზე მიწის ფართობის პირდაპირი წესით კომპანია "ამბასადორ-ბათუმი"-ს საკუთრებაში გადაცემას ეხებოდა.

ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი მოუწოდებდა საკრებულოს უმრავლესობას არ გაესხვისებინათ ტერიტორია რადგან ბულვარი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

მიუხედავად მოწოდებისა საკრებულომ კენჭისყრაზე გაიტანა საკითხი და ხმათა უმრავლესობით კომპანია "ამბასადორს" პირდაპირი წესით გადასცა.

მერიაში ამბობენ, რომ პროექტი არ არღვევს ბულვარის ისტორიულ იერსახეს და ეს შეთანხმებულია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან.

დღის ამბები