კრივში მსოფლიოს აბსოლუტური ექს-ჩემპიონი, მაიკ ტაისონი პოპულარულ ამერიკულ შოუში ჯგუფური ჩხუბის ინიციატორი გახდა.
ლეგენდარული მოკრივე რინგზე "იუ-ეფ-სის" ყოფილ ჩემპიონებთან ერთად ავიდა და სპორტის ამ სახეობის ერთერთ ვარსკვლავ კრის ჯერიკოსთან საქმის გარჩევა დაიწყო.
ტაისონმა მაისური შემოიხია, შემდეგ კი ჯერიკოს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რასაც ხელჩართული ჩხუბი მოჰყვა.