18 ნოემბერი 2024,   19:25
ვრცლად
არანაირი კლანი არ არსებობს, რატომ არ არის მაგალითად ჩემი კლანი? - ვასილ როინიშვილი

საკონსტიტუციო სასამართლოს ახლადარჩეული მოსამართლე ვასილ როინიშვილი ნაკლებ სავარაუდოდ მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტი თავად დაიკავოს. 

"არა მგონია, რომ მე დავინიშნო თავმჯდომარედ. ჰიპოტეტურად, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, კანონის შესაბამისად, მაგრამ, იმ ფაქტორების გათვალისწინებით, რაც არის, მე ამას, ამ ეტაპზე, ნაკლებად შესაძლებლად მივიჩნევ,"-განაცხადა როინიშვილმა.

სასამართლო სისტემაში არსებულ "კლანზე" დასმული კითხვების საპასუხოდ, როინიშვილმა განაცხადა, რომ არანაირი კლანი არ არსებობს, ხოლო მიხეილ ჩინჩალაძესთან მეგობრული ურთიერთობა აქვს. 

"ჯერ ერთი, მიშა ჩინჩალაძის გადასაწყვეტი არ იყო საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლის წარდგენა. იმას თუ მეკითხებით, მიშა ჩინჩალაძეს გაუხარდება თუ არა ჩემი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობა, ალბათ, გაუხარდება, როგორც მეგობარს. როგორც მე გამიხარდებოდა მისი ახალი გამოწვევა. დამიჯერეთ, არანაკლებ მეგობარი მყავს, მიშა ჩინჩალაძეც და, მათ შორის, საკონსტიტუციო სასამართლოშიც.

არანაირი კლანი, დამიჯერეთ რა. რას ჰქვია კლანი? რატომ არ არის, მაგალითად, ჩემი კლანი? ეგება მე ვარ საერთოდ თავმჯდომარე ამ კლანის, რა იცით", — განუცხადა მან ჟურნალისტებს.

შეგახსენებთ, რომ უზენაესმა სასამართლოს პლენუმმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ ვასილ როინიშვილი აირჩია. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატურის ვინაობა მის არჩევამდე რამდენიმე საათით ადრე გახდა ცნობილი. კანდიდატს 24 წევრიდან მხარი 19-მა დაუჭირა, ხოლო 2 მის წინააღმდეგ წავიდა. 

დღის ამბები