09 ოქტომბერი 2024,   06:27
ვრცლად
ხანძარი ბაქოში-ცეცხლი 16 სართულიან კორპუსს გაუჩნდა

მასშტაბური ხანძარი ბაქოში-ცეცხლი 16 სართულიან კორპუსში გაჩნდა და ბოლო მონაცემით 13 ადამიანი იმსხვერპლა. დაშავებულთა რიცხვი 60-ს აღწევს.

თავდაპირველად ცეცხლი შენობის ზედა სართულებზე გაჩნდა, შემდეგ კი მთელს კორპუსს მოედო.

შენობაში უამრავი ადამიანი იმყოფებოდა, მათი ნაწილი ალმოდებული კორპუსიდან მეხანძრეებმა გამოიყვანეს. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია ათობით სახანძრო ჯგუფი.

სამაშველო ოპერაციაში ვერტმფრენებიცაა ჩართული. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.

დღის ამბები