საბურთალოზე არსებულ კორპუსიდან, სადაც ერთ-ერთი ოჯახის რამდენიმე წევრს და მათ კონტაქტებს კორონავირუსი გამოუვლინდათ, ლუგარის ცენტრის თანამშრომლებმა სამედიცინო დაწესებულებაში კიდევ 2 ადამიანი გადაიყვანეს.
სპეციალისტები ადგილზე სპეციალური აღჭურვილობით მივიდნენ. დამატებითი დეტალები ჯერჯერობით, ცნობილი არაა.
ამ ეტაპზე ეპიდემიოლოგების მიერ კვლავ მიმდინარეობს კორპუსის მაცხოვრებლების ტესტირება.