13 ივლისი 2020,   05:42
ვრცლად
საქართველოსთან თანამშრომლობას ეფექტურად მივიჩნევთ - ნიკოლო ფაშინიანი

საქართველოს მეზობელ ქვეყნებში კოვიდინფიცირების შემთხვევები კვლავ მზარდია. 983-ით გაიზარდა შემთხვევათა რაოდენობა თურქეთში და კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ 160 000-ს გადააჭარბა. სომხეთში 9000 დადატურებული შემთხვევაა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრი მიესალმება საქართველოს მზაობას, დაეხმაროს კორონავირუსთან ბრძოლაში, თუმცა ნიკოლ ფაშინიანი იმედოვნებს, რომ ამის საჭიროება არ იქნება.

"კორონავირუსის ეპიდემიის პირველივე დღიდან ჩვენ მჭიდროდ ვითანამშრომლეთ საქართველოს ხელისუფლებასთან, დაწყებული პრემიერ-მინისტრით, დამთავრებული სპეციალისტებით. ჩვენ ამ თანამშრომლობას ეფექტურად მივიჩნევთ. საქართველო ჩვენთვის მოძმე ქვეყანაა და ასეთი მზაობა ჩვენს ურთიერთობებს კიდევ უფრო ათბობს,"- განაცხადა ნიკოლო ფაშინიანმა.

დღის ამბები