უჯარმის ქუჩაზე 60 წლის მამაკაცი დაჭრეს. უცნობია, რა გახდა დაპირისპირების მიზეზი. როგორც "რუსთავი 2-მა” გაარკვია, კაცი ისანში, უჯარმის ქუჩაზე ქირით 1 კვირის წინ გადმოვიდა.
გამოძიება 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას. დაშავებული, ამ დროისთვის, ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი.